ირანელი გენერლის დაკრძალვა გადაიდო-დაკრძალვაზე ჭყლეტის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა გადაიდო. უცხოური მედიის ინფორმაციით,ამის მიზეზად ირანის ხელისუფლება სამგლოვიარო ცერემონიალზე მისული ადამიანების დიდ რაოდენობას ასახელებს.

„ბიბისის“ ცნობით, ყასემ სოლეიმანისთან გამოსამშვიდობებელ პროცესიაზე ჭყლეტის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.

ქალაქ ქერმანში მიმდინარე დაკრძალვის ცერემონიაზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

დაკრძალვის ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.