ნანგრევებში ათობით ადამიანი რჩება-თურქეთში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

თურქეთში მიწისძვრის შედეგად,დაღუპულების რაოდენობის ზრდას ოფიციალური ანკარა არ გამორიცხავს-მოქალაქეების ნაწილი ისევ ნანგრევებშია მოყოლილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით,სამძებრო და სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ათობით ადამიანს ღამის გათენება კარვებში უწევს, რასაც თან ძლიერი ყინვა ერთვის.

ბოლო მონაცემებით, დამანგრეველი სტიქიის შედეგად ,დაღუპულების რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელიც თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში 24 იანვარს დაფიქსირდა, ნგრევა ქვეყნის 3 ქალაქში გამოიწვია.

სტიქიას მოჰყვა მსხვერპლიც. 1600-ზე მეტი დაშავებული მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სტიქიის ზონაში არ დაბრუნდნენ, რადგან ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების გამეორების რისკი კვლავ მაღალია.