სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე თბილისში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, „ალფა პვპ“-ს, „ჰეროინის“, „მორფინის“, „მეტადონისა“ და „კოდეინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.