ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.
მათივე ცნობით, ამ შემთხვევებიდან ხუთი თბილისში მოხდა. ყველა პაციენტი მსუბუქად დაშავდა, არცერთი მათგანის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
დამწვრობის ცენტრში გვიან ღამით ოთხი პაციენტი შეიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით,მათგან ორი ბავშვი იყო – 10 და 14 წლის, ორი კი მოზრდილი.
ორივე ბავშვს და ერთ მოზრდილს მარჯვენა ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული, მეოთხე პაციენტს კი ორივე მტევნის დაზიანება აღენიშნებოდა.
გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტებს ჭრილობები ქირურგიულად ადგილზევე დაუმუშავეს და ოთხივე მათგანი ბინაზე გაეწერა.









