პოლიციამ კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა -შსს

პოლიციამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრიწყალში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული პირი დააკავა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა რომ, კ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ კასრისწყალში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებული დ. ს.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს” ,- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.