პოლიციამ დააკავა ქალი,რომელიც შვილის გაყიდვას 5 000 აშშ დოლარად ცდილობდა

პოლიციამ ახალგაზრდა ქალი დააკავა, რომელიც შვილის გაყიდვას 5 ათას აშშ დოლარად ცდილობდა.  გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 20 წლის ქალი მაშინ დააკავეს, როდესაც ის საკუთარი 8 თვის შვილის დაბადების მოწმობას პოტენციურ მყიდველს გადასცემდა. 

სისხლის სამართლის საქმე  „არასრულწლოვნებით ვაჭრობის“ მუხლით აღიძრა, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.