გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან 14 იანვრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.