რუსთავის ბიუჯეტი 4 მილიონ 606 ათას ლარით გაიზარდა

რუსთავის ბიუჯეტი 4 მილიონ 606 ათას ლარით გაიზარდა.

საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განმარტა,რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები 899,6 ათასი ლარი, ხოლო ადგილობრივი ნაშთი 3 706,8 ათასი ლარი, ხარჯვით ნაწილში სხვადასხვა მუხლში გადანაწილდა.

გაზრდილი ბიუჯეტი ინფრასტრუქტულ სამუშაოებს მოხმარდება. ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობებისა და შენობების ფასადების რეაბილიტაციას, გზებისა და ტროტუარების კაპიტალურ შეკეთებასა მოხმარდება.

ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც რუსთავში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას მოხმარდება. საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 1 600 000 ლარია გათვალისწინებული.

2020 წლის ბიუჯეტმა ჯამში 62 700 000 ლარი შეადგინა.