ზუგდიდში საბავშვო ბაღის N15-ე ფილიალი გაქურდეს. ბაღიდან ორი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრია წაღებული.
საბავშვო ბაღის თანამშრომლების განცხადებით, მათ დაწესებულების კარი ჩამტვრეული დახვდათ.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას ან 6 თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობას ანდა თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ითვალისწინებს.







