სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა-ბორტზე ასამდე ადამიანი იმყოფებოდა

ავღანეთის ავიახაზების თვითმფრინავმა, რომელზეც დაუზუსტებელი ინფორმაციით 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თვითმფრინავი „თალიბანის“ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩავარდა. ამ ეტაპზე დაზარალებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

პირველები ავიაკატასტროფის ადგილას „თალიბანის“ მებრძოლები მივიდნენ, რომლებსაც ხანძრის ჩაქრობა სურდათ.

თვითმფრინავი დელის მიმართულებით მიფრინავდა.