თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო. დაპირისპირება მიხეილ კალანდიასა და ზაზა სარალიძეს შორის დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე მოხდა.
საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მირზა სუბელიანის შვილი იკითხებოდა. მოწმის დაკითხვის დროს, ზაზა სარალიძის მამამ მიხეილ კალანდიას ადვოკატს მიმართა, რომ „მოწმის ჩვენება საკმარისია მისთვის“.
ზაზა სარალიძის ქმედებას დარბაზში თენგიზ კალანდიასა და ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.
ინციდენტში სასამართლოს მანდატურის სამსახური ჩაერია.
ფოტო: 1tv.ge