ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავის მოხუცთა სახლ “ქსენონის ” ბენეფიციარებს საშობაო ნობათი გადაეცათ.
რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებთან ერთად ბენეფიციარებს სადღესასწაულო ნობათი პირადად გადასცეს და შობა-ახალი წელი მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ საშობაო ნობათი “ქსენონის “ ბენეფიციარებს ყოველწლიურად გადაეცემათ.
ადგილობრივი ხელისუფლებისგან საშობაო ნობათი “კარიტასის” ბავშთა სახლსაც გადაეცა.










