რუსთავის მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანების წევრები მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, მიუსაფარი ძაღლების დროებით თავშესაფარს ესტუმრნენ.
ახალგაზრდებმა მიუსაფარი ცხოველები მოინახულეს და საკვები მიუტანეს.
სკოლების თვითმართველობების ინფორმაციით, მსგავსი აქტივობა მიზნად მიუსაფარი ძაღლების დახმარებას ისახავს და მომავალშიც განხორციელდება.