ფინეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დაინფიცირებული 32 წლის ჩინელი ქალია, რომელიც ფინეთში ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩავიდა. მედიკოსების ცნობით, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, ამ დრომდე კორონავირუსს 132 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 000-ზე მეტი კი დაინფიცირებულია.