სტატისტიკურად 112-ში ცრუ და არამიზნობრივი ზარების რაოდენობა 2019 წელს გასულ 2018 წელთან შედარებით 13%-ით შემცირდა,-ამის შესახებ Tv4-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში განუცხადეს.
Tv4-ის გადამღებმა ჯგუფმა ერთი დღე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში გაატარა. რა ხდება მას შემდეგ,რაც ცენტრში მოქალაქის ზარი შედის და რამდენად ხშირია ცრუ და არამიზნობრივი ზარები სამსახურში.
ნახეთ ვრცელი სიუჟეტი-როგორ მუშაობს სამსახური, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ 112-თან და რა სანქციები შეიძლება დაგეკისროთ ცრუ და არამიზნობრივი გამოძახებებისთვის?!-ნანუკა მაღლაკელიძე მოგიყვებათ.









