ხანძარს 96 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სენაკში მოხდა.
როგორც ცნობილი ხდება ასაკოვანი ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. ადგილობრივების თქმით, მას ელექტრო გამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც სავარაუდოდ,ხანძარი გამოიწვია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.