ხუთი სოფლის წყლმომარაგების პროექტი-ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი სოფელ ნორიოში, ხუთი სოფლის წყლმომარაგების პროექტის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ამ დროისათვის, პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში სოფელ ნორიოში ცენტრალური მილსადენის მონტაჟი მიმდინარეობს. მსგავსი ტიპის სამუშაოები უკვე დასრულებულია სოფელ ახალ სამგორში, ვაზიანს და ახალსოფელში. ნორიოს შემდეგ, ცენტრალური მილსადენი სოფელ მარტყოფში დამონტაჟდება.

ასევე ყველა ზემოთ ხსენებულ სოფელში მიმდინარეობს რეზერუარების მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ, პროექტის მესამე ეტაპი დაიწყება.

2020 წლის ბოლოს, პროექტით გათვალისწინებული სოფლების მცხოვრებლები სასმელ წყალს მიიღებენ.