ირანის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ირანმა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო.
ჰასან რუჰანმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: „ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა მგლოვიარე ოჯახს.”
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ცოტა ხნის წინ ტელევიზიით აღიარა, რომ თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მომხდარის მიზეზად „ადამიანური შეცდომა“ დაასახელა.
ცნობისთვის, 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, ირანის დედაქალაქ თეირანთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა.