აეროპორტებში მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულება იზრდება

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულება იზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება ოფიციალურად 2019 წლის დეკემბერში გააჟღერა.

ტარიფის ზრდა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა და ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თითო გატარებულ მგზავრზე ნაცვლად 3.7 ევროსი, 6,2 ევროდ განისაზღვრება

​რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გატარებულ საერთაშორისო მგზავრს, გადასახადი 1 დოლარით ძვირდება და 1-ელი თებერვლიდან 5.5 დოლარი იქნება. ასევე 1 დოლარიანი ზრდა  იგეგმება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და თითო გატარებულ მგზავრზე გადასახადის ოდენობა 4 დოლარით განისაზღვრება.

გადასახადის მოცულობის ზრდას შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით, უფრო ეფექტიანი სამუშაოები განხორციელების აუცილებლობით ხსნიან.