ავსტრალიაში ტყეებში გაჩენილ ხანძრებს ვერ უმკლავდებიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სადაც ცეცხლი ქალაქ ედენს მიუახლოვდა.უცხოური მედიის ცნობით, საშიშროების გამო მოქალაქეებს სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს.
მაშველები, სამხედროები და პოლიციელები იმ მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობენ, რომლებმაც რამდენიმე დღე ოკეანის სანაპიროზე გაატარეს.
იმის მიუხედავად, რომ ავსტრალიის რამდენიმე რეგიონში დღეს გაწვიმდა და ჰაერის ტემპერატურამ დაიწია, საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლის 200-ზე მეტი აქტიური კერის ჩასაქრობად ეს არ იქნება საკმარისი.
ავსტრალიაში ხანძრები სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. ამ დროის განმავლობაში დაიღუპა 24 ადამიანი. სამაშველო ოპერაციაში ათასობით მაშველი და სამხედროა ჩართული.









