ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ვეღარ აკონტროლებენ

ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძართან საბრძოლველად პრემიერ-მინისტრ, სკოტ მორისონის გადაწყვეტილებით, ხელისუფლება სტიქიის ზონაში 3 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის.

ავსტრალიური მედიის ცნობით, ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სტიქიასთან საბრძოლველად აღნიშნული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან.

“ავსტრალიაში ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ. სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახური მოსახლეობას სიცოცხლისა და ქონების გადასარჩენად ეხმარებოდა. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება და ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის”- იუწყება საერთაშორისო მედია „როიტერსი“.

ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრები 2019 წლის სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. ხანძრის შედეგად 5,5 მილიონი ჰექტარი მიწის ნაკვეთი განადგურდა. არსებული მონაცემებით, ხანძარს ამ დრომდე 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.