ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით 183 ადამიანი დააკავეს

უცხოური მედიის ცნობით, ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით ,183 ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით,  ეჭვმიტანილების ნაწილმა ანთებული სიგარეტი გადააგდო, ფოიერვერკი გაუშვა ან ხანძრის პრევენციის მიზნით არსებული წესები არ დაიცვა, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია.

ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან. ამ დროის განმავლობაში სტიქიამ 25 ადამიანი და ასობით ათასი ცხოველი შეიწირა.