ავსტრალიაში ხანძართან ერთად წყალდიდობასაც ებრძვიან

ავსტრალიის ზოგიერთ რაიონში წყალდიდობას ებრძვიან. “როიტერის” ცნობით, ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში მოსულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. წყალდიდობის შედეგად, ჩაიკეტა გზები და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ავსტრალიის ზოგიერთ ტერიტორიაზე ნალექი საერთოდ არ მოსულა, რის გამოც ქვეყანაში ჯერ კიდევ ებრძვიან 100-მდე ტყის ხანძარს.

ავსტრალიაში გაჩენილ ტყის ხანძარს სექტემბრიდან დღემდე, 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპა მილიონობით ცხოველი და განადგურებულია 2,500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

ფოტო: Ipn.ge