ავტოავარიას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მამა-შვილი, 24 წლის მამაკაცი და 3 წლის ბავშვი, გარდაიცვალა. ასევე, დაშავებულია 25 წლის ახალგაზრდაც. შემთხვევა ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.