თბილისში, ავლაბარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაცით, ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. დაღუპულია მგზავრი, მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.