ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვნების სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქვიშხეთში მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.
წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ქალის გადარჩენას ხაშურის საავადმყოფოში ექიმები ამ დრომდე ცდილობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.