ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში -ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თოდრიასა და კლდიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე. ერთმანეთს “სუბარუს”, “ბეემვეს” და “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო
დახმარების ეკიპაჟები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.