ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში – დაშავებულია 3 მოზარდი

დაბა ხულოში, ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. მანქანაში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა: სამი ბავშვი და მათი მშობლები.

არებული ინფორმაციით, სხვადასხვა დაზიანებებით, მოზარდები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.