6 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც თბილისის შემოსასვლელთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტი და საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: ipn.ge