თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სულ მცირე სამი დაშავდა. დაშავებულები სამედიცნო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.









