ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით მიმართა

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილს უგზავნის.

გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში ამერიკელი კონგრესმენი „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

„1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ამის შედეგია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებისა და თავდასხმის საგანს წარმოადგენდა – მაგალითად ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან.

უფრო მეტიც, Facebook-მა განაცხადა, რომ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ანგარიშების ფართო ქსელი დახურა.

ასევე აღნიშნულია, რომ ისინი ჩართული იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში ოპოზიციური შეხედულებების ჩასახშობად, ასევე ანტიდასავლური განწყობებისგავრცელებაში განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია წერილში.