ამ წუთებში ხმაურია რუსთავის მერიასთან. მერიაში რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის წევრებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება,დაპირისპირების მიზეზი ასოციაციის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ქალაქის შემოსასვლელში რუსთავის აღმნიშვნელი კონსტრუქციის პროექტი გახდა.
ასოციაციის წევრები,ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. ხმაური ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარის მისვლამ გამოიწვია.
რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის წევრებმა ქალაქის სახელწოდების კონსტრუქციის მოწყობა გააპროტესტეს. სტუდენტების განცხადებით, პროტესტის მთავარი მიზანი, ქალაქის შემოსასვლელში დაგეგმილი კონსტრუქციის დადგმაა,რომელიც ადგილობრივ თვითმართველობას მილიონ ლარამდე თანხა უჯდება.
Update: მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ.ლევან ონიანის განმარტებით,ტენდერი მხოლოდ კონსტრუქციის მოწყობისთვის არაა გამოცხადებული. მისივე ინფორმაციით,პროექტის მიხედვით, მცირე სკვერის მოწყობაც იგეგმება. სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეში მისასვლელი ბილიკის მოწყობა და გამწვანება მოხდება.
მათივე თქმით, ქალაქში მძიმე სოციალური პირობების ფონზე,909 000 ლარის ღირებულების კონსტრუქციის დადგმა საჭირო არ არის. სტუდენტებმა მერიაში განცხადება და სიმბოლურად კონსტრუქციის მაკეტი მიიტანეს.
 
		 
    








