აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები საჭის გადატანას ვეღარ შეძლებენ

2020 წლის პირველი აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები საჭის გადატანას ვეღარ შეძლებენ.

მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების ტექინსპექტირებაში 2020 წლის პირველი აპრილიდან ცვლილებები შედის.

კერძოდ, ახალი რეგულაციის თანახმად, მარჯვენა საჭით იმპორტირებულ ავტომობილებზე , მძღოლებმა საჭის მდებარეობა უნდა შეინარჩუნონ . წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილის შემდეგ საჭეგადატანილი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აკრძალვა იმ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე გავრცელდება, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან პირველად დარეგისტრირდებიან.