რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
რუსეთის დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოხუმში მოვლენების განვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალყურს.
„მომხდარს ვაფასებთ, როგორც ქვეყნის საშინაო საქმეს. ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთში დაინტერესებული მხარეები პირდაპირი, მშვიდობიანი დიალოგის გზით, სამართლებრივ ჩარჩოში ვითარების სწრაფ სტაბილიზაციას შეძლებენ“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.