მაღალი აკადემიური მოსწრების რუსთაველი სტუდენტებისთვის დასაფინანსებელი თანხა გაიზარდა

მაღალი აკადემიური მოსწრების რუსთაველი სტუდენტებისთვის დასაფინანსებელი თანხა გაიზარდა.ამ მიმართულებით ქალაქის მერია სწავლას მაქსიმუმ 1 200 ლარით დააფინანსებს.

საამისოდ  სტუდენტს 81–ზე მეტი ქულა უნდა ჰქონდეს. სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის თქმით, დაფინანსების მიღება კოლეჯის სტუდენტებსაც შეუძლიათ.

გასულ სასწავლო წელს დაფინანსება 37–მა სტუდენტმა მიიღო, მიმდინარე სასწავლო წელს კი 157–მა.

2019–2020 სასწავლო წლის დაფინანსების მისაღებად კი საჭირო განცხადების მიღება 3 იანვრიდან განახლდა და ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

დაფინანსების მიმღები აუცილებელია, რუსთავის მაცხოვრებელი იყოს. მან მუნიციპალიტეტის მერიაში აქტიური სტუდენტის სტატუსის ცნობა და ერთი სემესტრის ნიშნების ფურცელი უნდა წარადგინოს.