ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოშია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ.
მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო. ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას“, – აღნიშნავს საელჩო.