„ფორდის“ მარკის ავტომობილი იწვის- შემთხვევა გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ რენესთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალება აჭარის ტელევიზიას ეკუთვნის. ტელევიზიის თანამშრომლები ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდნენ, რა დროსაც ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელები და ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.