ახალგაზრდა ქალს ქმარმა მრავლობითი დაზიანებები მიაყენა

ახალგაზრდა ქალს სავარაუდოდ, ქმარმა მრავლობითი დაზიანებები და ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა ფოთში მოხდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ პირველადი დახმარება 34 წლის ქალს ადგილზე გაუწია და შემდგომი კვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით ,ახალგაზრდა ქალს, მრავლობითი დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში და ორი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა.

ექიმების ინფორმაციით,ამ დროისთვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.