ახალგაზრდული მეწარმეობის ხელშესაწყობად შეხვედრა გაიმართა

რუსთავის ინოვაციების ჰაბის ორგანიზებით, პროფესიული განათლების კოლეჯ “მოდუსში” ახალგაზრდული მეწარმეობის ხელსშეწყობისთვის მრგვალი მაგიდის ფორმატში, შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მიზანს ეკოსისტემის შექმნის სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენს.
შეხვედრაზე რუსთავში ახალგაზრდული მეწარმეობის ხელშემწყობი ეკოსისტემის შექმნისთვის საჭირო პერსპექტივები და რესურსების შესახებ მსჯელობენ.
პროექტი სახელწოდებით – “მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის”, ფარგლებში იმართება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მიერაა დაფინანსებული. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, ასდღიანი სამოქმედო პროგრამა შემუშავდება.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნეს და საგანმანათლებლო სექტორის, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

შეგახსენებთ, პროექტი ერთწლიანია და ის 2019 წლის სექტემბერში დაიწყო.