მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

 მუნიციპალური განვითარების ფონდმა  2019 წლის ანგარიში წარადგინა.

 ღონისძება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გახსნა.

ანგარიშის თანახმად,  ფონდმა გასულ წელს დაიწყო 250 და დაასრულა 70 პროექტი, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 366 მილიონი ლარი შეადგინა.

 დასრულებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის დასახელდა ,ქვემო ქართლის რეგიონიდან  ასურეთის შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია .  სამუშაოების ფარგლებში ასურეთში, გერმანელების დასახლებაში,სრული საინჟინრო კომუნიკაციების ჩართვლით საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.  აღდგა ყოფილი გერმანელების სასაფლაო,რომელიც რეკრეაციული ზონაა  და  ფონდის ცნობით, ტერიტორიაზე ბიზნესის განვითარების პოტენციალი არსებობს.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში კი,  ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 161 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ჯამური ღირებულება 220 მილიონ ლარზე მეტია. რაც შეეხება სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობას, ფონდმა 76 ბაღის პროექტირებასა და მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, რომლის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

„ფონდის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა ქვეყნის რეგიონებში უნდა გააჩინონ ახალი შესაძლებლობები, მოიზიდონ მეტი შიდა და საერთაშორისო ტურისტი, გააუმჯობესონ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა“, – აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ტურისტულ ინფრასტრუქტურა, ქალაქების ურბანული განახლება, საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე წყლისა და სპორტული ინფრასტრუქტურა.