მკვლელობა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში . საქონლის ფერმაში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მკვლელობაში მონაწილე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.