ბაღდადის „მწვანე ზონასთან“, სადაც სამთავრობო შენობები და დიპლომატიური მისიებია განთავსებული, სამი რაკეტა წუხელ კვლავ ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ამერიკის შეერთებული შტატებიბს საელჩოსთან 100 მეტრის მანძილზე დაეცა.
თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.