ბიზნესმენი გოგი თოფაძე რუსთავში მინის საწარმოს გახსნას გეგმავს

გოგი თოფაძე რუსთავის საწარმოში მინის ქარხნის განთავსებას გეგმავს. მისი თქმით, მინის ბოთლებზე ქვეყანაში დიდი მოთხოვნაა,რაც პროდუქტის წარმოების აუცილებლობას გულისხმობს.

ბიზნესმენი რუსთავში საკონსერვო ან მინის ქარხნის გახსნას გეგმავდა. თოფაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მინის ქარხანა უფრო პრიორიტეტულია, რადგან საქართველოში მინის ბოთლები იმპორტით შემოდის და გაცილებით უფრო ძვირი უჯდება.

“ჩვენთან მხოლოდ ერთი მინის ქარხანაა, რომელსაც თურქი ინვესტორები ამუშავებენ. არადა, ქვეყანაში 5 საწარმო გვქონდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აუცილებელია მინის ქარხნის გაკეთება.”,- განაცხადა ბიზნესმენმა.

როდის და სად აშენდება მინის ქარხანა დეტალებს “ტვ4” არკვევს.

წყარო: “ბიზნესპრესნიუსი”