ბილ გეიტსმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $10 მილიონი გადარიცხა

კომპანია Microsoft-ის დამაარსებელი და ყოფილი ხელმძღვანელი ბილ გეიტსი ჩინეთი გავრცელებული ახალი კორონავირუსის 2019-nCoV-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო და 10 მილიონი დოლარი გადარიცხა.

ამ თანხიდან 5 მილიონი უშუალოდ დაავადებასთან ბრძოლას მოხმარდება და ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს გადაერიცხებათ, რომლებიც დაავადების კონტროლით და დაინფიცირებულების ზრუნვით არიან დაკავებულები, დანარჩენ თანხას კი დაავადების კონტროლისა და აღკვეთის აფრიკული ცენტრი მიიღებს.