ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პროფესიით იურისტი თეკლა გეთიაშვილი დაკისრებულ მოვალეობას დღეიდან ოფიციალურად შეასრულებს.
თეკლა გეთიაშვილი 2007 წლიდან დღემდე მუშაობდა სხვადასხვა სამსახურში, მათ შორის ასრულებდა ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის მოვალეობას. ასევე, მუშაობდა ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საკუთარი სპეციალობით. ამ დრომდე იკავებდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში იურისტის პოზიციას.