ბოლნისში აღმაშენებლის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ქალაქ ბოლნისში დავით აღმაშენებლის ქ.N54 _ში მრავალბინიანი სახლის მცხოვრებლებს არსებული პრობლემა მოუგვარდებათ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დღეს საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

9 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს ინდმეწარმე გიორგი სააკოვი ასრულებს. ოთხ სადარბაზოში  საკანალიზაციო მილები გამოიცვლება, ჭებიდა სარდაფები გაიწმინდება . სამუშაოები მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება.

,,ადგილობრივმა მოსახლეობამ დეკემბრის თვეში საკუთარი პრობლემის შესახებ მომწერა,ჩემი წარმომადგენლები მდგომარეობას გაეცნენ და დღეს უკვე პრობლემის აღმოსაფხვრელად ღონისძიებები მიმდინარეობს,” -განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.