ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის,გოგი მეშველიანის ინიციატივით, ბოლნისში პროფესიული განათლების შესახებ საჯარო შეხვედრა გაიმართა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, კოლეჯის „სპექტრი“ და საქართველოს პარლამენტის წევრის, გოგი მეშველიანის ბიუროს ორგანიზებით, საინფორმაციო-სამოტივაციო საჯარო შეხვედრა „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გაიმართა.
შეხვედრა პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა გახსნა. მაჟორიტარმა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მიდგომებზე ისაუბრა.
პრეზენტაციას კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორი წარუძღვა,რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სასწავლებლის მიზნები და ამოცანები გააცნო , ისაუბრა პროფესიული განათლების უპირატესობაზე და იმაზე თუ რა პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობენ სტუდენტებს.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო პროფესიული განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებს, დასაქმების შანსებს და დუალურ პროფესიულ განათლებას.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია და შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
საჯარო შეხვედრის მიზანია, პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები , სასულიერო პირები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზი ჟორჟოლიანი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, იამზე სვანიძე და კომპანია RMG-ის წარმომადგენლები.