ბოლნისში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში „მარნეულის წყლის-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობა“ მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში 22 კილომეტრიანი საკანალიზაციო სიტემა მოეწყობა, დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონუსური ჭები და ქალაქის მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა სრულად მოუგვარდება. სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს გაერთიანებული წალმომარაგების კომპანიის დაკვეთითა და აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტით ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მოინახულეს.