“ბოსელი-გომურა” – დმანისში ნასაყდრალს საქონლის დასაბინავებლად იყენებენ

დმანისის რაიონის სოფელ ყიზილქილისას წითელი ნასაყდრალს საქონლის სადგომად იყენებენ. ინფორმაციას გურამ ხარშილაძე ავრცელებს. გვიანი შუა საუკუნეების ნასაყდრალი თითქმის დანგრეულია, მხოლოდ ერთი კედელია გადარჩენილი. ნასაყდრალის  საქონლის სადგომად ქცევის შესახებ გურამ ხარშილაძე სოციალურ ქსელში წერს და წითელი ტაძრის ნანგრევების ფოტოს აქვეყნებს: – „ბოსელი-გომურა“ თანამედროვე სოფელ „ყიზილქილისას“ შემორჩნილი ერთადერთი კედელი. ტაძარი გამოყენებულია საქონლის დასაბინავებლად და თივის შესანახად“.

აღსანიშნავია,რომ საქართველოს ხელისუფლებას ბრძანებაც აქვს გამოცემული, რომლის მიხედვითაც ამ ძეგლებზე საარჩევნო და სხვა სახის პლაკატების გაკვრა აკრძალულია. ამ ნუსხაში დმანისის რაიონის სოფელ ყიზილქილისას წითელი ნასაყდრალიც მოხვდა.ამ კედელზე პლაკატების გაკვრა აკრძალულია. სამაგიეროდ კანონი ადგილობრივებს არ უკრძალავს, რომ იქ საქონელი დააბინავონ და თივა შეინახონ.