გარდაბნის მერი საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა გასული წელი შეაჯამეს და 2020 წლის გეგმებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 6 ბაგა- ბაღი გაიხსნა ისეთ სოფლებში, სადაც არასდროს ფუნქციონირებდა სააღმზრდელო დაწესებულება და 1 ახალი ბაღი აშენდა.

ბაღების მშენებლობა გრძელდება 2020 წელსაც, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 5 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, 2020 წლის ბოლომდე კი არსებული ბაღების ეზოები სრულად მოწესრიგდება.